SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩასმა
ამ აპარატისთვის გამოიყენება BL-5CA კვების ელემენტი.
უსაფრთხოდ ამოღება. კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.
1 ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა სარქველი (1) და მოხსენით იგი.
2 ამოსწიეთ კვების ელემენტი და ამოიღეთ იგი (2).
3 ფრთხილად ამოიღეთ SIM ბარათი ტელეფონში მოთავსებული მისი
დამჭერიდან (3). ჩასვით SIM ბარათი (4). დარწმუნდით, რომ კონტაქტიანი
ზედაპირი სახით ქვემოთაა, ხოლო SIM ბარათის წაკვეთილი კუთხე
მოთავსებულია ზედა მარჯვენა მხარეს. დახურეთ SIM ბარათის დამჭერი
და ჩასვით იგი თავის ადგილზე (5).
4 ისევ ჩასვით კვების ელემენტი და დაახურეთ უკანა სარქველი (6, 7).